პიკოლოს ბლოგი

რა ხდება?!

ის რაც მიყვარს… March 30, 2010

Filed under: Uncategorized — piccolopicco @ 11:19 am

გუშინ ვიხსენებდი თუ რამდენი რამაა რაც უბრალოდ მიყვარს, არ შემიძლია მის გარეშე ცხოვრება და არსებობა. გადავწყვიტე თქვენც გაგიმხილოთ ხუთი “საჭმელ-სასმელი” რომელიც მიყვარს.

* სნიკერსი -ყველაზე გემრიელი და ნოყიერი შოკოლადი. რომელიც ძალიან ასუქებს, მაგრამ გარკვეული დოზით ყოველ დღე მიწევს მიღება :).

* კარტოფილი “ფრი” (Fries) – ყველაზე, ყველაზე გემრიელი სადილი, რაც კი შეიძლება ადამიანმა მიირთვას. განსაკუთრებით მიყვარს მაკდონალდსის!

* პიცა – პიცა ყველით, პიცა ბეკონით, პიცა ძეხვით თუ ლორით, ჩემთვის სულ ერთია მთავარია იყოს “პიცა”, ასევე ძალიან გემრიელი რამ. გამორჩეულად მიყვარს პრეგოს პიცა.

(more…)

 

უწესრიგო დღე… March 22, 2010

Filed under: Uncategorized — piccolopicco @ 1:13 pm

დღესაც როგორც ყოველთვის გვიან გავიღვიძე, გარეთ ცხელი, მაგრამ ლამაზი ამინდი იყო. ბევრი საქმე მქონდა და უსაუზმოდ გავედი “გარეთ”, გადათხრილი ქუჩები, უჰაერობა, სიცხე და ყველა უბედურება ერთად. ამ ყველაფერთან ერთად გამახსენდა, რომ ყვავილები არის მოსავლელი ქუჩის მხარეს, მაგრამ რად გინდა?! ამ მტვერში და უჰაერობაში მაინც არ გამოვიდოდა არაფერი და შაბათ-კვირისთვის გადავდე. წავედი სამოქალაქო რეესტრში, ჩემს საზღვარგარეთის პასპორტს ვადა გასდიოდა და ახალი უნდა ამეღო. 7 დღის წინ ვიყავი მისული და მითხრეს, რომ ჩემი გადაღებული ფოტო უნდა მიმეტანა, მოკლედ წავედი გადავიღე ფოტო და მივიტანე. არ მიიღეს ჩემი მიტანილი ფოტო და მომთხოვეს თავის აპარატებთან გადამეღო. რეესტრში რა ხდებოდა ვერ გეტყვით, ჩახუთულობა, ყვირილი, ტირილი და ყველა უბედურება ერთად. ჯერ ხურდას არ მიხურდავებდნენ ბანკში, გავედი “სტაიანშიკმა” ძლივს დამიხურდავა :). შევედი ფოტოს გადასაღებად, რაღაც საშჲნელი დანადგარი იყო, 30 ფოტო გადავაღებინე და 1 წესიერი ძლივს ამოვარჩიე. მოკლედ რეესტრს გადავურჩი და სახლში წამოვედი, ისე რომ სხვა საქმეები გადამავიწყდა :(. დამავიწყდა, რომ VGA კაბელი მაქვს საყიდელი ლეპტოპის დიდ მონიტორთან შესაერთებლად და დამავიწყდა, რომ მეგობართან ვარ წასასვლელი, კომპიუტერი გაუფუჭდა და დასახმარებლად “დამპატიჟა”.

Piccolo

Piccolo

ახლა კი ვერსად ვეღარ გავდივარ 😦 მეზარება. საერთოდ კომპიუტერთან ბევრი საქმე მაქვს ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს უსაქმურობის მეტს არაფერს ვაკეთებ, რაც ბლოგი დამემატა საწერიც მაქვს და უსაქმურიც აღარ ვარ :D. ალბათ გაინტერესებთ რატომ დავარქვი ბლოგს პიკოლო? სიტყვა პიკოლო ლათინური სიტყვაა( იხ: piccolo noun {მუს} პატარა ფლეიტა).

ბავშვობიდან ყველა პიკოლოს მეძახდა, არ ვიცი რატომ და ახლაც ზოგი სახელით არც კი მომმართავს. რაც შეეხება ბლოგის მისამართს, იმიტომ ქვია piccollo ანუ დასახელებაში იმიტომ არის ორი l, რომ დაკავებული იყო ბლოგი სახელით: piccolo :(.

P.S  – :((( უნდა ვისწავლო, რომ პოსტის დაწერის შემდეგ მისი რედაქტირებაა საჭირო!!!

 

!სერიალები! March 21, 2010

Filed under: Uncategorized — piccolopicco @ 5:52 pm

საერთოდ სიტყვა “სერიალები” ჩემთვის უცნობი არ არის, მაგრამ ვერ ვიტან ქართულ სერიალებს, მანამდე კი სერიალები რომლებიც მიყვარს.

ექიმი ჰაუსი – House MD

ყველაზე საინტერესო, არაგაწელილი და საკმაოდ “ყურებადი” (უკაცრავად ამ სიტყვისათვის) სერიალი.

სპეცრაზმი – Unit

ყველაზე კარგი ოპერატორული ნამუშევარი, ასევე არაგაწელილი და საინტერესო სერიალი.

ახლა კი რატომ არ მიყვარს ქართული სერიალები.

* თითქმის ყველა ქართული სერიალი არის დეტექტივური

* თითქმის ყველა ქართული სერიალის თემა არის “მკვლელობა და გამოძიება”

* თითქმის ყველა ქართული სერიალი, ძირითად შემთხვევაში თავისი წარუმატებლობის გამო იკეტება.

* თითქმის ყველა ქართულ სერიალში მეორდება ერთი და იგივე სამსახიობო ჯგუფი: გიორგი ყიფშიძე, ნინო ბურდული და ა.შ

რაც შეეხება სერიალს რომლის უბედურობით ვტიროდი და გამიხარდა მისი დახურვა ეს იყო “ჟამი ყვავილობისა”!!! ყველაზე ბანალური სერიალი ქართულ ტელესივრცეში.

“კლინიკა”ქართული სერიალი რომელიც ყველაზე წარმატებული იყო, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო დაიხურა, რაც ძალიანს საწყენი ფაქტია.

ბოლოს სერიალი რომლის საცოდაობით ახლაც ვკვდები “ჩვენი ოფისი”!!

 

გაზაფხულის პოსტი

Filed under: Uncategorized — piccolopicco @ 2:39 pm

დღევანდელმა დღემ, ჩვეულებრივად ანუ მზიანად და კარგად ჩაიარა. “გარეთ” გავიხედე და პრინციპში ცუდი არაფერი მომხდარა :), იმას თუ არ ჩავთვლით, თუ როგორ “ცდილობდნენ” ბავშვები ვარდის ხის მოჭრას ეზოში :D. ამაზეც მოვახდინე რეაგირება და გადავარჩინე ჩემი შუა ვერაზე გამოჭაჭანებული სათბური 😀 😀 :D.

აქვე მინდა ჩემს ყველაზე საყვარელ ბლოგებს შევეხო, რომლის ავტორებიც არ მიცნობენ :D:D:D ყველაზე საინტრესო ბლოგი ჩემი აზრით: http://www.doin.ge არის. შემდეგ http://www.dodka.ge, http://www.landish.ge და ყველაზე
ექსტრავაგანტული და გამორჩეული ბლოგი http://www.sweet.ge 🙂

დღეს გადავწყვიტე გამომეწერა რაღაცეები და ესენი ავარჩიე:

მაისური

http://www.forever21.com/heritage1981/mens ჩემი აზრით ყველაზე ნორმალური ინტერნეტ მაღაზიაა, კაცებისათვის :). როგორც ყოველთვის დღეს სახლში არავინ არ მომაქცია ყურადღება და მეთვითონ მომიწია სადილის მომზადება ჩემთვის, რისი კეთებაც ძალიან “მძულს” 😦 :D.

იხილეთ ჩემი ნამუშევარი:

 

ისე, უბრალოდ და გასაცნობად… March 20, 2010

Filed under: Uncategorized — piccolopicco @ 10:09 am

უბრალოდ პოზიტიური ფოტო

გამარჯობა მკითხველო, თუმცა არც ვიცი მყავს თუ არა მკითხველი. მე ვარ “პიკოლო”, უბრალოდ პი-კო-ლო და დამიჯერეთ ჩემზე მეტის ცოდნა არ არის საჭირო. ეს ბლოგი შეიქმნა იმ მიზნით, რომ გააცნოს მკითხველს “რეალობა”, უბრალოდ რეალობა. რეალობა კი საკმაოდ მძიმეა, ყველამ უნდა ნახოს თუ რა ხდება “გარეთ”, იმ სამყაროს გარეთ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს ბლოგი კი ამ ყველაფერს მოემსახურება :).