პიკოლოს ბლოგი

რა ხდება?!

უწესრიგო დღე… March 22, 2010

Filed under: Uncategorized — piccolopicco @ 1:13 pm

დღესაც როგორც ყოველთვის გვიან გავიღვიძე, გარეთ ცხელი, მაგრამ ლამაზი ამინდი იყო. ბევრი საქმე მქონდა და უსაუზმოდ გავედი “გარეთ”, გადათხრილი ქუჩები, უჰაერობა, სიცხე და ყველა უბედურება ერთად. ამ ყველაფერთან ერთად გამახსენდა, რომ ყვავილები არის მოსავლელი ქუჩის მხარეს, მაგრამ რად გინდა?! ამ მტვერში და უჰაერობაში მაინც არ გამოვიდოდა არაფერი და შაბათ-კვირისთვის გადავდე. წავედი სამოქალაქო რეესტრში, ჩემს საზღვარგარეთის პასპორტს ვადა გასდიოდა და ახალი უნდა ამეღო. 7 დღის წინ ვიყავი მისული და მითხრეს, რომ ჩემი გადაღებული ფოტო უნდა მიმეტანა, მოკლედ წავედი გადავიღე ფოტო და მივიტანე. არ მიიღეს ჩემი მიტანილი ფოტო და მომთხოვეს თავის აპარატებთან გადამეღო. რეესტრში რა ხდებოდა ვერ გეტყვით, ჩახუთულობა, ყვირილი, ტირილი და ყველა უბედურება ერთად. ჯერ ხურდას არ მიხურდავებდნენ ბანკში, გავედი “სტაიანშიკმა” ძლივს დამიხურდავა :). შევედი ფოტოს გადასაღებად, რაღაც საშჲნელი დანადგარი იყო, 30 ფოტო გადავაღებინე და 1 წესიერი ძლივს ამოვარჩიე. მოკლედ რეესტრს გადავურჩი და სახლში წამოვედი, ისე რომ სხვა საქმეები გადამავიწყდა :(. დამავიწყდა, რომ VGA კაბელი მაქვს საყიდელი ლეპტოპის დიდ მონიტორთან შესაერთებლად და დამავიწყდა, რომ მეგობართან ვარ წასასვლელი, კომპიუტერი გაუფუჭდა და დასახმარებლად “დამპატიჟა”.

Piccolo

Piccolo

ახლა კი ვერსად ვეღარ გავდივარ 😦 მეზარება. საერთოდ კომპიუტერთან ბევრი საქმე მაქვს ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს უსაქმურობის მეტს არაფერს ვაკეთებ, რაც ბლოგი დამემატა საწერიც მაქვს და უსაქმურიც აღარ ვარ :D. ალბათ გაინტერესებთ რატომ დავარქვი ბლოგს პიკოლო? სიტყვა პიკოლო ლათინური სიტყვაა( იხ: piccolo noun {მუს} პატარა ფლეიტა).

ბავშვობიდან ყველა პიკოლოს მეძახდა, არ ვიცი რატომ და ახლაც ზოგი სახელით არც კი მომმართავს. რაც შეეხება ბლოგის მისამართს, იმიტომ ქვია piccollo ანუ დასახელებაში იმიტომ არის ორი l, რომ დაკავებული იყო ბლოგი სახელით: piccolo :(.

P.S  – :((( უნდა ვისწავლო, რომ პოსტის დაწერის შემდეგ მისი რედაქტირებაა საჭირო!!!

Advertisements
 

5 Responses to “უწესრიგო დღე…”

  1. მშვენიერი ბლოგია.
    ოღონდ კიდევ უნდა ისწავლო ბლოგლისტის გაკეთება და ლინკების სწორად ჩაწერა 😉

  2. piccolina Says:

    პიკოლო იტალიური სიტყვაა და პატარას ნიშნავს
    რა ფლეიტა

  3. piccolopicco Says:

    piccolina მომწონს შენი ბოგი, ჩემნაირი მდედრობითი სქესის წარმომადგენელიც თუ არსებობდა არ ვიცოდი :).

    Sophie Golden მადლობ კომპლიმენტისთვის, ლინკების სწორად ჩასმაში რა იგულისხმე თუ მეტყვი და მასწავლი მადლობელი დაგრჩები :))

  4. piccolopicco Says:

    პიკოლოს რაც შეეხება ინგლისურენოვან ლექსიკონში ეგრეა განმარტებული. თუნდაც http://www.translate.ge 🙂

  5. gabo Says:

    მიხარია ახალი ბლოგები წარმატებები და ბევრი მკითხველი შენს ბლოგს


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s